უფლებადამცველი ბაია პატარაია:
„ნევროლოგ თენგიზ წულაძესთან ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, ყველამ იცის, რა წესიერი ექიმია: პრინციპული, უპატიოსნესი პროფესიონალი. სწორედ ასეთი თენგიზ წულაძე ამბობს:
“შემოსული იყო 116 კილოგრამით, ახლა არის 73.6 ავწონეთ ამ წუთში ჩვენ. კლება ძალიან სერიოზულია, და შეიძლება ცალსახად მძიმედ შეფასდეს მისი მდგომარეობა!”
შეიძლება ბევრი ვინმესი და რამესი არ გვჯეროდეს, მაგრამ წულაძის შეფასებისა მე პირადად მჯერა და მიშა სააკაშვილის სიმაღლის კაცი რომ 73 კილოა, ეს რას ნიშნავს, მაგას ჩემითაც ვხვდები.
ქართული ოცნება / Georgian Dream სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili ნუ მოკლავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს!“
კომენტარები