„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:
„ხუმრობა იქეთ იყოს და..
მიშას დაჭერა რომ სცენარის ნაწილი არ იყოს, ესენი მიშას დაიჭერდნენ? პასუხი მხოლოდ ერთია “ვერა ვერ დაიჭერდნენ” თავი რომ დავანებოთ იმ რესურსს რომელიც მიშას აქვს სპეც. სამსახურების სახით და გავიხსენოთ ესებუა, მარტივ გეგმას გაგაცნობთ, მიშა შემოვიდა ჩუმად, შესაბამისად მას შეეძლო გადაეღო რამდენიმე ვიდეო და ისევ იმავე გზით გასულიყო უკან, ვიდეოები კი დროგამოშვებით აეტვირთა, მაგრამ ასე არ მოიქცა, ის შემოდის ტეხს აჟიოტაჟს და თავს აჭერინებს, დიახ თავს აჭერინებს.. მოვა დრო ამ პოსტს ისევ გაგახსენებთ, რაღაც ანკესზე წამოაცვა მიშამ “ოცნება” რაზე დრო გვაჩვენებს.“
კომენტარები