პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მსჯავრდებული, დამნაშავედ ცნობილი, ქვეყნიდან გაქცეული და ადგილობრივ პოლიტიკურ კონტექსტს მოწყვეტილი, ავტორიტარული გამოცდილების ლიდერის წარდგენა?
1. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას განახლების რესურსი არ აქვს, არ ჰყავს გავლენიანი, აქტივის დამრაზმავი ახალი ლიდერები, არ შეუძლია ორი ვადით პრეზიდენტის პოსტზე ნამუშავარი კაცის გარეშე თავი გაართვას საარჩევნო კამპანიას. პარტია ჭაობშია.
2. სააკაშვილი საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება გამაერთიანებელი ფიგურა. ის ჰყოფს, ანაწევრებს, დაძაბულობასა და შფოთს წარმოქმნის. მხოლოდ ენმ-ს ხმები ხელისუფლების ცვლილებისთვის არ არის საკმარისი, დანარჩენი ოპოზიციაც საჭიროა. მათი ძალების მოზიდვა სააკაშვილთან ერთად გამორიცხულია. ენმ სააკაშვილის კანდიდატად დასახელებით უარს ამბობს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მიზერულ შანსზეც კი…მიშას ხალხის მობილიზების უნარი არ აქვს. მას მხოლოდ სექტის აღგზნება შეუძლია. მხოლოდ სექტის აღგზნებით მთავრობა ვერ შეიცვლება, მაგრამ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის დაბევება თავისუფლად არის შესაძლებელი. სხვა საქმეა, თუ მას ჯერ თავიანთი ამომრჩევლების ურნებთან მისაყვანად გამოიყენებენ და მერე მოისვრიან, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
3. “ქართულ ოცნებას” მისცეს შანსი კიდევ ერთხელ შეუწყოს ხელი პოლარიზაციას, ორპოლუსიანი საარჩევნო დისკუსის გაძლიერებას, სააკაშვილისგან საფრთხობელის შექმნის გამოცდილი ტაქტიკის გამოყენებას.
მგონი, რუსო ამბობდა, რომ ღირსეული კაცი მიდის ერთი წუთით ადრე, ვიდრე ზედმეტი აღმოჩნდებაო. ესენი ერთი წუთით ადრე კი არა, 8 წლის მერეც ტივტივებენ; კარიდან გააგდებ, ფანჯრიდან შემოძვრებიან, ფანჯრიდან გააგდებ, საკანალიზაციო მილიდან ამოყვინთავენ.”
კომენტარები