თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– როგორია მიშას ფაქტორი? რას ფიქრობთ მის შიმშილობაზე? ექნება გავლენა პროცესებზე?
– ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ცნობილია და არ მიყვარს ამ საკითხზე კომენტარების კეთება, რადგან ჩემთვის ეგ პერიოდი სრულიად მიუღებელია, წარმოუდგენელია, ზოგადად ვიღაცას რაღაცა რომ მოსწონს იმ პერიოდის, მაგრამ ადამიანი, ციხეში ზის, გამოკეტილია, პატიმარია, იმას რომ პროტესტს უტარებ, დასცინი, შიმშილობს, თუ არ შიმშილობსო… რა მნიშვნელობა აქვს შიმშილობს, თუ არ შიმშილობს? პროტესტი ხომ გააჩნია ადამიანს? პროტესტი იმიტომ გააჩნია, რომ უსამართლობის შეგრძნება აქვს, ხო? თუ შენ ნორმალური ხელისუფლება ხარ, მოიქეცი ისე, რომ იმ ადამიანს ამ პროტესტის საშუალება არ ჰქონდეს. სასამართლოს თხოულობს? გაიყვანე და ჩაუტარე ის სასამართლო. მაგ ნაწილში სოლიდარული ვარ – მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიდაც ქართულმა ოცნებამ აღმოაჩინა, როგორც საკუთარი თავი, ისე მთელი ქვეყანა. დასავლეთი გვიყურებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება და ჯვარი წერია ყველას, გარდაცვალება, ჩვენ ქვეყანას გამოუწორებელ იმიჯად დაუჯდება, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ნამდვილად აღარ ვიქნებით. ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორეს – ვაწამებთ და სამაოდ ცუდი რეპუტაცია გვექნება. მიშას ფაქტორი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ ვნახეთ ეს ფაქტორი მიტინგზე, რომელიც იყო 14 ოქტომბერს, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხის იყო გამოსული.
კომენტარები