დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“ვადამდელი არჩევნები არ არის საინტერესო იდეა. უფრო მეტიც – არაფრის მომცემი და საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობის ჩამხშობი იდეაა.
ორი თვე არ გავა, ვადამდელის მოთხოვნა არ გაჟღერდეს. ხალხს ეს არ აინტერესებს, მობეზრდა. ხალხს შია, მისი საფიქრალია დღეს რა ჭამოს, ხვალამდე როგორ მიიტანოს თავი და სად გაექცეს ვალებს. ქუჩაში გაიარეთ, გაესაუბრეთ ადამიანებს, 10-დან 9-ს ასეთი განწყობა აქვს: “ჩვენთვის არავინაა, თავიანთი მუცლისთვის და ჯიბისთვის იბრძვიან”. ისინი ისევ შეჩვეულ ჭირს არჩევენ და აქ არანაირი დანამუსება არ იმუშავებს.
მიშას ცუდად ყოფნა ასევე ვერ იქცევა თანაგრძნობის გამომწვევ ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად, ვისაც ის სძულს, ცუდად ყოფნის გამო არ შეიყვარებს.
ზოგადად დღეს მიშა არის ის ფაქტორი, რომელიც ქოცური ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას სპობს, რადგან ლამის მთელი ოპოზიცია და ზოგადად ოპოზიციური აზრი მასთან ასოცირდება, ანუ რადგან მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, იარლიყი “ან ნაცი ხარ, ან ნაცის სატელიტი” ანტიმიშისტურ მობილიზაციას უწყობს ხელს. ამას დავუმატოთ ხელსაყრელი პოლიტიკური კონფიგურაცია, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერ მსუყე დაპირებას ან უკრაინის მხარდამჭერ ნებისმიერ ფრაზას უფრო მეტი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ვიდრე თაკო ჩარკვიანის თუნდაც სამართლიან ისტერიკულ ტონს..
ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ქ.ო. დღესაც მოიგებს არჩევნებს,
ეს რეალობა რომ შეიცვალოს, ამისათვის საჭიროა, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა ერთხელ მაინც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს წარუმატებლობა, და არა ამომრჩეველს, გახდეს მისი ინტერესების გამოხმოვანებელი, და არა საკუთარის, ერთხელ მაინც უნდა სცადოს არჩევნების მოგება ისეთი იდეებით, რომლებიც აქამდე ამომრჩეველს არ მობეზრებია.
“ის” კი არ უნდა იყოს შენზე უარესი, არამედ შენ უნდა იყო “მასზე” უკეთესი, შენი არჩევა უნდა უქმნიდეს ამომრჩეველს მეტ პერსპექტივას და შესაძლებლობას თავი დააღწიოს დღევანდელ უიმედო მდგომარეობას.”
კომენტარები