მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე, შარლ მიშელისა და ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრაზე, სოციალურ ქსელში სახალისო პოსტებს აქვეყნებს:
,,ისეთი განცდა მაქვს, რომ ევროკავშირის ელჩი რომელიღაცას ცარცზე გააგზავნის…
…ახლა რო რომელიღაცამ ჯვარი დასვას ხელმოწერის მაგივრად.
…ახლა რო პირველი-მეორეზე გაათვლევინოს.
…ჩემი აზრით ბოლოს ვინმემ ვინმე უნდა გამოიცეკვოს.
…შარლ მიშელის ცოლის ხმა რო გაისმას: “შენ სხვა საქმე არა გაქ კაცო?!”
…მიშელმა რომ გამოსვლის ბოლოს სიტყვა მაღარიჩი ახსენოს.
…მიშელის ცოლი: “მიდი ხო, აეტორღიალე მაგ ქართველებს. ლოთო, ლოთო”.
კომენტარები