ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა :
„ეს არის პირველი შემთხვევა სქართველოს ისტორიაში, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი საქართველოში ჩამოვიდა. იმედი მაქვს, მოინახება გზები, რათა ბატონი კობი დაშვებულ იქნეს კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
ყველას ინტერესია, რაც შეიძლება დროულად შევიდნენ ექსპერტთა ჯგუფი. საერთო ინტერესია, დასკვნა დაიდოს რა ჭირს მიხეილ სააკაშვილს. ახლა ხელის შეშლა მხოლოდ საპირისპიროდ იმუშავებს.
მისი მდგომარეობა, რომ უმჯობესდებოდეს ამას ვიტყოდი. მისი ჯანმრთელობა არ უმჯობესდება. წონის კლება მიმდინარეობს. ის წონას პუნქტობრივად ყველა დღე კარგავს – ეს კრიტიკულია“, – აცხადებს გიორგი ჩალაძე.
კომენტარები