უკრაინის რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, ლიზა იასკო ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა. როგორც მან თქვა, შიმშილობის ერთი კვირის თავზე სააკაშვილს 12 კილოგრამზე მეტი აქვს უკვე დაკლებული.
“ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა, უკვე სერიოზულად დაზარალდა”, – თქვა მან მას შემდეგ, რაც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ის ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილი შეწყვიტოს და აღნიშნავს, რომ ციხიდან ბრძოლის სხვა ფორმა შეზღუდული აქვს.
კომენტარები