უკრაინის შსს-ში გამოეხმაურნენ რამზან კადიროვის ვიდეოს, სადაც ის ამტკიცებს, რომ კიევთან ახლოსაა. მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო:
“შეუძლებელია ჩეჩნეთში ამ გვარდიის ზოგიერთი ელიტური ქვედანაყოფების დანაკარგის დამალვა, ამიტომ მას სჭირდებოდა ეჩვენებინა, რომ იბრძოდა, უნდა ეჩვენებინა, რომ თითქოს ფრონტზე იყო და გარკვეულ ოპერაციებს გეგამვდა, რადგან მას ბევრი გენერალი მოუკლეს. დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კადიროველების ერთ-ერთი მიზანი იყო, ბავშვთა სახლი ქალაქ ვორზელში. ბავშვების მძევლად აყვანა და შემდეგ უკრაინის და მთელი მსოფლიოს შანტაჟი”
“შემოვიტან ინტრიგას: იქნებ უკვე კიევში ვართ” -ამ შინაარსის მიმართვა კადიროვმა დღეს გაავრცელა და უკრაინის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის ისევ დაემუქრა.
კომენტარები