კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
” ―შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემს მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია. სანამ მესვრიან, მანამდე მოვასწრებ და ვიტყვი სიმართლეს, რომ ესენი ქვეყანას ღუპავენ! … ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა უთხარით, რადგან… ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა. ოღონდ… სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი… ..!“
გურამ შარაძე.
დაუვიწყარი ბატონი გურამი. უამრავი სასიკეთო საქმის წამომწყები და გამკეთებელი, არაერთი საინტერესო წიგნის ავტორი. საზარელია იმ ფაქტის წარმოდგენაც კი, რომ მისი მხეცური მკვლელობა ქალაქის ცენტრში, ყველას თვალწინ, დღემდე გამოუძიებელი და პასუხგაუცემელია.
დიახ, ისიც 6 იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების მსხვერპლი – 15 წლის შემდეგ. ვინმე ბარათელის მითის, რომელიც არც მიწისაა, არც ცისა, ცხადია არავის სჯერა.
გურამ შარაძე, რომელმაც კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კუთვნილი მემორიალური სახლიდან არაერთი ნივთი გადაარჩინა 1992 წელს, არაერთგზისი თავდასხმის, გაძარცვისა და ხანძრის შემდეგ და ამ ქმედებით ჯერ კიდევ იმ დროში მუზეუმს ჩაუყარა საფუძველი (თუმცა ჯერჯერობით ნივთების გარეშე – რაღაც-რაღაცეები ან ლიტერატურის მუზეუმშია, ან სხვადასხვა ადგილებში) – იმ ორი მოღვაწის მომავალ მუზეუმს, რომელთა გარეშეც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია ვერ დაიწერება.”
კომენტარები