პოლიტილოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეკა ტიკარაძის პრობლემა არც მისი სქესი, არც მისი გარეგნობა, არც მისი დიპლომის ნომერი, არც მისი ფეხის ზომა და არც მისი “ჩოლკის” მიმართულება არ არის…
მისი პრობლემა გახლავთ ის, რომ არ აქვს ავტორიტეტი არც მედიცინის მუშაკთა შორის, არც საზოგადოებაში, არ შეუძლია ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ მისი ნაბიჯები კრიზისიდან გამოგვიყვანს, არ შეუძლია ექიმებისა და საზოგადოების დარაზმვა, მომართვა კრიზისის დასაძლევად. ვერც ერთი თავისი მოქმედებით, გამოსვლით იმედს ვერ აღვივებს ხალხში.
მინისტრის პრობლემა გახლავთ ის, რომ მისი სიტყვა არავისთვის არაფერს ნიშნავს და მინისტრობამდე ორი საათით ადრე არავინ იცნობდა, ვიწრო წრის გარდა. პოლიტიკაში ადამიანებს ბიოგრაფია უნდა ჰქონდეთ, ბიოგრაფია კი სიტყვის თქმისა და ასობით ადამიანთან ერთად საერთო საქმის შედეგიანად მოგვარების ძალას უნდა აძლევდეთ…
თან პოლიტიკა საჯარო საქმეა, საჯარო … ივანიშვილმა კი ანონიმური პირებით გამოავსო პარლამენტიც და მთავრობაც.”
კომენტარები