ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში, წერს:
“წითელი მწარე წიწაკის (Red Hot Chili Pepper) რეგულარული მოხმარება ასოცირებულია სიკვდილობის რისკის შემცირებასთან, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებასთან.
22 811 ადამიანზე ჩატარებული დიდი კვლევა – ადამიანები რომლებიც ჭამდნენ წითელ წიწაკას 4-ჯერ კვირაში ჰქონდათ 23%-ით ნაკლები რისკი ყველა ტიპის სიკვდილისა ვიდრე მათ ვინც იშვიათად ჭამდნენ ან საერთოდ არ ჭამდნენ.
ასევე 34%-ით ნაკლები რისკი გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისა, თუმცა სიმსივნით გამოწვეული სიკვდილის რისკის შემცირება ვერ იქნა ნანახი.
წითელი წიწაკის რეგულარული მოხმარებით ასევე შემცირდა გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის რისკი, შედარებით იმ ადამიანებთან ვინც საერთოდ არ ჭამენ ან მცირე რაოდენობით მოიხმარენ.
Chili Pepper Consumption and Mortality in Italian Adults – M. Bonaccio, et. al”
კომენტარები