საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა და კურთხევა სთხოვა.
კომენტარები