ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:
“კეკელიძე-ფალიაშვილის ზებრაზე მომიწია ფეხით გადასვლა მე უბედურს (თან წითელ ზებრაზე, რომელიც ცალსახად უნდა დაუთმო ფეხით მოსიარულეს).
ბოდიშს ვუხდი ყველა იმ მანქანას, რომელიც მისიგნალებდა და მწყევლიდა კაციან-ქალიანა (ერთი მანქანიდან ბავშვიც მიბღვერდა).
ბოდიში რომ კინაღამ გამიტანეთ, ძალიან განერვიულდით და მლანძღეთ. უბრალოდ არავინ არ მატარებდა და ბოლოს ასე მომიწია გადასვლა, ხელების ქნევით.
ბოდიში რომ ფეხით დავდივარ (აბა ვაკეში მანქანით ჩემმა მტერმა იარა). ბოდიში, რომ ზებრაზე გადავდივარ.
და ბოდიში რომ საერთოდ ვარსებობ”
კომენტარები