პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა, სოციალური ქსელით, თენგიზ სიგუას სიონის საკატედრო ტაძარში გადასვენებას ეხმაურება:
“არ ვიცი ეკლესიურად ეს სწორია თუ არასწორია, მაგრამ პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ეს არის იმ ათასობით ადამიანის შეურაცხყოფა ვისაც ამ ადამიანმა და მისმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა მოუკლა ოჯახის წევრი, დაასახიჩრა, გაძარცვა, დააპატიმრა, აწამა ან აიძულა სამშობლოდან გადახვეწილიყო”
კომენტარები