ჟურნალისტი, ესმა კუნჭული:
“მთელი ღამე და დღეა ვფიქრობ – რას ვუყვებით ჩვენს შვილებს ჩვენს სამშობლოზე?
ამასწინათ ნინის ერთმა მეგობარმა მითხრა, მცხვენია რომ გრუზინი ვარო…
ნინის თაობა ქართველს გრუზინს არ უწოდებს, ესე იგი დიდებისგან შეითვისა ფრაზა…
გამახსენდა, ერთხელ ბნელ 90-იანებში, მეზობლის ბავშვს ვკითხე – რა გინდა გამოხვიდეთქო და სიგუაო, მიპასუხა, სიგუობანას ვთამაშობთო……
მართლა მაინტერსებს, საუბრისას შვილებს რას ვუყვებით ჩვენს სამშობლოზე?
ან ვუყვებით კი? თუ სკოლის ექსკურსიებზე და მიტინგებზე წაყვანით შემოიფარგლება ქვეყნის გაცნობა და ქვეყანაზე თხრობა?
პ.ს. პოპულისტურ კითხვად არ ჩამითვალოთ, არ მიგულისხმია მზითვში „ვეფხისტყაოსნის“ გაყოლება, მართლა რას ვუამბობთ – რანაირი ქვეყანაა საქართველო?
ან ვინ არის ქართველი და რა უნდა მას დაატყოს მსოფლიო რუკას?
მარტო ქოცისა და ნაცის ომისველად აღვიქვამთ და მჩატე პასუხისმგებლობის ჩინოვნიკების ამარად ვტოვებთ საქართველოს?
ეს ფიქრი დიდი ხანია მაწუხებს, მაგრამ კიდევ უფრო შემაწუხა წუხელ – როცა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ავსტრალიელი ლამაზი გოგო შეასვენეს ექსპერტიზაზე…………..”
კომენტარები