ბიზნესმენი ლევან ვასაძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი არის ერთადერთი გზა ტერიტორიების დასაბრუნებლად.
“სახელმწიფო დიალოგი უნდა დაიწყოს, ორ სახელმწიფო ლიდერს შორის. ჭიჭყინით შევაჩერებთ ამ მცოცავ ოკუპაციას და შარვლების ჩახდით მავთუხლართებთან? რამე მოგიტანათ პროვოკაციებმა?”-აღნიშნა ლევან ვასაძემ.
“მე მოგიყვანთ თქვენ ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთ უახლეს მაგალითს. მე ვსადილობდი ერთ-ერთ წამყვან ინტელექტუალთან, ანალიტიკოსთან, რომელიც მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს, თავისთავად, კრიმინალია უკვე ბევრი ქართველისთვის – რას ჰქვია, რუსულად ლაპარაკობ და რუს ანალიტიკოსს ესაუბრები?! მაგრამ, წარმოიდგინეთ, მე ერთ-ერთი კაცი ვარ იმ 700 000 ქართველიდან, ვინც მოძრაობს რუსეთში და საუბრობს რუსებთან – დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და ცხინვალი და ამის სანაცვლოდ, ვიყოთ მეგობრები…
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს კაცი მე მეუბნება – სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე მაქვს მიზეზები, მიმაჩნდეს, რომ ეს კაცი სიმართლეს მეუბნება – ჩვენ ვლაპარაკობდით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რამენაირად დაიწყოს დათბობა ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივ დონეზე მაინც. მაგალითად, გაუქმდეს ვიზები და ეს კაცი მეუბნება – იმ დღეებში, როდესაც გამზადებული იყო გადაწყვეტილება ამ ვიზების გაუქმებისა ჩვენი მხრიდან და რუსეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გამოვიდა თქვენი ე.წ. ერთ-ერთ ჟურნალისტი და დედა აგინა მას პირდაპირ ეთერში და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა, “ – ამბობს ლევან ვასაძე.
წამყვანის კითხვაზე, თუ როდის შედგა ეს შეხვედრა, ლევან ვასაძე პასუხობს, რომ ეს იყო, დაახლოებით, 2 თვის წინ.
კომენტარები