ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ფეისბუქზე წერს:
“უკვე ლამის ა თ ა მ დ ე სხვადასხვა ლ ი დ ე რ ი თუ
პოლიტიკური ორგანიზაცია მოუწოდებს ხალხს,
მივიდნენ მის მ ი ტ ი ნ გ ზ ე და არ მივიდნენ სხვა
ლიდერის თუ ორგანიზაციის მიტინგზე! ერთი მხრივ,
კარგია ასეთი მზარდი კ ო ნ კ უ რ ე ნ ც ი ა! მალე, ალბათ
ტ უ რ ი ს ტ ე ბ ი ც ჩამოვლენ ქართული ე რ ო ვ ნ უ ლ ი
მიტინგების დასათვალიერებლად! მაგრამ აქვე საჭიროა
გარკვეული ს ა რ ე კ ლ ა მ ო კამპანიები, რომ კლიენტმა
გადაწყვიტოს ვის და რომელ მიტინგზე მივიდეს!
მაგალითად, ასეთი ეფექტური სლოგანები:-
“მოდი ჩვენს მიტინგზე და მიიღე 20 პროცენტიანი
ფ ა ს დ ა კ ლ ე ბ ა დროშის ტარებზე! ორგინალი
დროშის ტარები მხოლოდ ჩვენს მიტინგებზე!”
“ყოველი მ ე ხ უ თ ე მომიტინგე მიიღებს უფლებას
მ ე გ ა ფ ო ნ შ ი დაიყვიროს რაც გაუსწორდება!”
“მარტო ჩვენს მ ი კ რ ო ფ ო ნ ს შეუძლია თქვენი
ხმა მიმზიდველი და სასურველი გახადოს თქვენი
სატრფოსთვის! გამოდი სიტყვით ჩვენს მიტინგზე
და აჩუქე გულისსწორს დაუვიწყარი საღამო!”
“იჩქარეთ! ჩვენთან ახალი ლ ი დ ე რ ე ბ ი ა, ახლა
უკვე ლ ი მ ნ ი ს არომატით! იგრენი ნამდვილი
მიტინგის სული! მხოლოდ ორი დღით! მხოლოდ აქ!”
მე მგონია, რომ ასე უფრო მიიზიდავენ ლიდერები
ხალხს მიტინგებზე, კონკურენცია დიდი იქნება,
მიტინგებიც უფრო საინტერესო და კრეატიული
გახდება და ტურისტებიც ბლომად ჩამოვლენ ამდენი
დ ა ღ ლ ე ვ ე ბ უ ლ ი ს სანახავად! წინ საქართველო!
ჩვენი ე ვ რ ო პ უ ლ ი მომავალი ჩვენს ხელთაა!”
კომენტარები