ჟურნალისტი, პედაგოგი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი ნაკლებად მორწმუნეობა ყველა ახლობელმა იცის. ახლა კი ვილაპარაკებ იმაზე, უნდა მიეცეს თუ არა ეკლესიას აქტივები. ზოგადად, გავიხსენოთ, რომ დღევანდელი სულიერი თუ მატერიალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიასთან პირდაპირ კავშირშია და ვერ წარმომიდგენია ეკლესია და სახელმწიფო გავმიჯნოთ უხეშად. სახელმწიფომ ტყე და მიწა არ მისცეს ეკლესიას, არც სანთელი გაყიდოს, არც ბზა… მაშ, როგორ იარსებოს? ეკლესია არ არის კედლები, იქ ადამიანები არიან (ბევრი უღირსიც! მაგრამ ეკლესია და ღმერთი მათ უფრო ესაჭიროებათ, ვიდრე წმინდანებს) და ახლა ეკლესიამ დაიწყოს საპირწონედ, რომ გელათი, სვეტიცხოველი ან იყალთო მხოლოდ მისია? ან ადიშის ოთხთავი გამოითხოვოს, ან კიდევ ბედიის ბარძიმი? ასე კიდევ უფრო გავიხლიჩებით! მდიდარი ეკლესია არაა უბედურება, სიღატაკესაც გაუძლებს ის, რადგან ბოლშევიკებს გაუძლო! უბრალოდ, ჩვენ გაგვიჭირდება ძალიან! შიდა ეროვნული განხეთქილება მონაგონია ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის განხეთქილებასთან შედარებით. გაიხსენეთ, რომ ისტორიას აქვს ფაქტები ამის შესახებ.
რაც შეეხება ტყისა და მიწის ეკლესიის და არა კონკრეტული სასულიერო პირისადმი დაქვემდებარებაში გადასვლა, გულისხმობს მიწისა და ტყის დაცვას! ეს ჩემთვის ასეა! განსაკუთრებით, როცა სამონასტრო ქონებაზეა ლაპარაკი, იქ კიდევ მეტად ვარ მხარდამჭერი იმის, რომ ჰქონდეთ ქონება!”
კომენტარები