ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, წერს:
“აფთიაქში თავის ტკივილის წამალი მინდოდა მეყიდა, ჩემს წინ ასაკოვანი მამაკაცი (შეიძლება ქოცი, ან ნაქოცარი, ანაც შუაშისტი, ამათ რას გაუგებს კაცი) ყიდულობდა მედიკამენტებს, 220 ლარიო, უთხრა გამყიდველმა. კლიენტმა სიმწრით ჩაილაპარაკა, ამათ კიდევ ნაცები სჯობდნენო.
არა ბატონო, ამათ ნუ შემადარებთ, არც ცუდში და არც კარგში, მოღალატეებთან არაფერი მაქვს საერთო, სამშობლოს არ ვყიდდით, არ ვიპარავდით, შეცდომებს რაც შეეხება ერთი წუთით გაიხსენე რა ქვეყანა გვქონდა 2003 წელს და მიხვდებით, რომ იმ წუმპიდან ქყვეყნის ამოყვანას შეცდომების გარეშე ვერავინ შეძლებდა მეთქი, მშვიდად ვუთხარი…
მომიტრიალდი, ნიღბის მიუხედავად მიცნო, ცოტა შეცბა, არა არ გადარებთ, ესენი ვინ ყოფილანო, ჩაილაპარაკა, ფული გადაიხადა და უკანმოუხედავად გავიდა.
შეიძლება გამოფხიზლების, ლეთარგიიდან გამოსვლის ეტაპია, მაგრამ მაინც არა, ამ მოღალატეებს, პუტინის მონის მონებს მართლა ნურავინ შეგვადარებს, მართლა არაფერი გვაქვს ამ ნაძირალებთან საერთო!.”
კომენტარები