დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“ქრისტიანებო,
მიცვალებულის დროს საჩქაროდ ვინც ნათლავთ შვილებს ან ოჯახის წევრებს, რა მოსაზრებით აკეთებთ ამას: გეშინიათ თქვენმა მიცვალებულმა არაფერი დაუშავოს თქვენს ბავშვს თუ ხალხური ზღაპრების მიხედვით “მიქეილ-გაბრიელი” რომ ჩამოივლის და ხალხს გადახედავს, გეშინიათ, არაფერი შეეშალოს თუ კიდევ სხვა რამ ცრუ შიშები გამოძრავებთ? რა ლოგიკით აკავშირებთ ნათლობას სიკვდილთან და მიცვალებულის გასვენებასთან? რა კავშირი აქვს ნათლობის სიხარულს გლოვასა და მწუხარებასთან?
დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავს და მოეშვით ცრურწმენას. ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ნათლობას აბსოლუტურად არავითარი კავშირი აქვს მიცვალებულთან და პანაშვიდებთან.
დიდი ხანია დამთავრდა კომუნისტების უღმერთო ეპოქა და ცრუ წეს-ჩვეულებები!”
კომენტარები