საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მინსკში Ryanair-ის რეისის იძულებით დასმას და ჟურნალისტის დაკავებას გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილი:
“მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია!”
შეგახსენებთ, მინსკის აეროპორტში ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩის დააკავეს.
ოპოზიციურად განწყობილი არხის The Nexta media network-ის ყოფილი რედაქტორი ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავი მოულოდნელად მინსკში დაჯდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე ბომბის არსებობის ცნობის გამო დაჯდა. მინსკში ბომბი ვერ იპოვნეს, თუმცა მგზავრთა შემწმებისას რამან პრატასევიჩი დააკავეს.
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტას” ინფორმაციით, მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის განკარგულება პირადად პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გასცა. მისი დავალებით, სამგზავრო თვითმფრინავის ჰაერში დაჰყვებოდა გამანადგურებელი MiG-29. “ბელტა” ამას, თვითმფრინავში ბომბის შესაძლო არსებობით ხსნის.
გარდა ამისა, Flightradar124-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავი მინსკისკენ შემობრუნებისას ლიეტუვას საზღვართან იმყოფებოდა და ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ბელარუსის დედაქალაქთან.

კომენტარები