აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანის დედაქალაქში, ტაიპეიში პეკინის გაფრთხილებებისა და მუქარის მიუხედავად ჩავიდა. ამაზე ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
თვითმფრინავი, რომელსაც პელოსი გადაჰყავდა, ტაიპეიში მშვიდობიანად დაეშვა.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს.
აქამდე, ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები ტაივანის სრუტეს კვეთდნენ.
აქამდე აშშ-ს თეთრ სახლში აცხადებდნენ,რომ ჩინეთმა შესაძლოა ძალის დემონსტრირებას მიმართოს, თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა.
ეს შეიძლება მოიცავდეს ტაივანის მახლობლად რაკეტების გაშვებას ან ფართომასშტაბურ საჰაერო ან საზღვაო აქტივობას, თქვა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: “ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება”.
კომენტარები