7 დეკემბერს, მილანის „ლა-სკალას“ თეატრის სეზონის გახსნა ოპერა „ბორის გოდუნოვით“ მოხდა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები და ახალი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. პრეზიდენტ სერჯო მატარელას გამოჩენას დარბაზი ოვაციებით შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონსულმა მილანში, ოფიციალურად მიმართა „ლა-სკალას“ დირექტორს, დომინიკ მეიერს, სეზონი აღნიშნული დადგმით არ გაეხსნა, ეს მაინც ასე მოხდა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, იტალიის ახალი პრემიერი ჯორჯა მელონი და ევროკომისარი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპერასთან შეკრებილ მანიფესტანტს შეხვდნენ. მათ მანიფესტანტები შეაქეს, მამაცი ადამიანები უწოდეს, თუმცა იქვე დასძინეს, რომ რუსული კულტურა არ უნდა გაიგივდეს ვლადიმერ პუტინთან და დიქტატორს არ უნდა მიეცეს ყველაფრის განადგურების საშუალება.
კომენტარები