მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა:
“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათრევა საკუთარ ბანაკში, ის მაინც არ აკლებს მცდელობებს, რომ ამ ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. პრორუს ოლიგარქსა და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ…
ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო მათთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მან ასევე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა.” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
mtavari.tv
კომენტარები