“პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი:
“ჩემთან ერთად დაკავებული ტაბულას ჟურნალისტის საქმე იხილება.
ამასაც ედავებიან რომ უწმაწურად იგინებოდა.
ადვოკატი ეკითხება შსს-ს გოგოს, აბა ზუსტად როგორ იგინებოდაო.
დაიბნა პოლიციელი, იმიტომ რომ ძნელია ექსპრომტად ტყუილების დეტალურად მოფიქრება.
მიაწვა ადვოკატი, აბა რა სიტყვები იყოო. გაშტერდა შსს-ს გოგო, ვერ იგონებს.
ამ დროს ერთვება მოსამართლე: არ მოგცემთ უფლებას რომ პროცესზე სალანძღავი სიტყვები ითქვას. და მიუტრიალდა შსს-ს გოგოს – თქვენ, როგორც მანდილოსანი ვერ ასახელებთ გინებას ხო?
ასეთი პროცესია :))
შემდეგი მე ვარ.”
(ვიდეოი) – “გავიგონე, რომ დაურეკეს, ჟურნალისტები გაიყვანეთო”- ვარდიაშვილი
კომენტარები