საოპერო მომღერალი, თამარ ივერი:
“დავიღალეთ ამ პრეზერვატივების რეკლამებით ტელეარხებზე. ბავშვებიც უყურებენ ცისფერ ეკრანს!! გადამეკიდა ჩემი 8 წლის ტყუპი ბიჭი და გოგო, გინდა თუ არა რა არის ეს პრეზერვატივი… არ გვეუბნევიო ვიფიქრე,ვიფიქრე რა მოვიგონო და ბოლოს ვეუბნები: ეს კაცების კამფეტია, სიგარეტს რომ გადაეჩვიონ მეთქი ჰოდა 5ლარამდე ხურდები ჰქონდათ შეგროვილი და მივარდნენ მარკეტში გამყიდველს და ეუბნებიან: “პრეზერვატივი გვინდა ვიყიდოთ, მამა ბევრს ეწევა და უნდა გადავაჩვიოთო” დაიხოცა ყველა სიცილით. სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი.
შეწყვიტეთ ეს უხამსი რეკლამები. როგორღაც,თქვენი რეკლამების გარეშეც მშვენივრად იციან როგორ იხმარონ კაცებმა ეს პროდუქტი და ქალებმა საფენები. ასევე, ძალიან შეურაცხმყოფელია ქალისთვის იმის მოსმენა, როცა საფენების რეკლამაში ქალი ამბობს “ეს საფენი უსიამოვნო სუნს მისპობსო”. პიარ მარკეტინგისთვის ყველაფერს ნუ კადრულობთ!! ვიმეორებ, ბავშვებიც უყურებენ ამ რეკლამებს. ან ღამის 22.00 ის მერე გაუშვით,როცა მათ სძინავთ!”
კომენტარები