სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დვალი დღევანდელი აქციის შესახებ:
” მე მივდივარ დღევანდელ აქციაზე. მივდივარ იმ იმედით , რომ სადღაც შორიდან, ევროპიდან ან რომელმე კოსმოსური თანამგზავრიდან მაინც გამოვჩნდეთ ერთიანი და ერთსულოვანი ევროპისკენ მისწრაფებაში.
მივდივარ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაყოფილი და დაპირისპირებული იშვიათად ყოფილა საქართველო. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ სანუკვარ მშობლიურ კარს ერთმანეთის მიმართ მიუღებლობით და სიძულვილით სავსე მივადგებოდით.
მივდივარ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივამ კონსოლიდაციის მაგივრად კიდევ უფრო გახლიჩა და დააპირისპირა საზოგადოება.”
მე მივდივარ დღევანდელ აქციაზე.
კომენტარები