ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო 26 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ჩავიდა. ხოლო ამის შემდგომ გავრცელდა მისი ამ ვიზიტთან დაკავშირებული კომენტარი, სადაც ამბობს :
„გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს.“
ამასთანავე დღეს გახდა ცნობილი რომ ბელორუსის დიქტატორი მმართველი დღეს აფხაზეთში ჩავიდა და ასლან ჟანიას შეხვდა.
კომენტარები