“საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული… მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, დოკუმენტის ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა:
,,ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატრალნტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო [უცხოელი აგენტების კანონი] და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელსაც ხედავთ. ასევე აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და “ქართული ოცნება” ახორციელებს ჩინეთის პოლიტიკურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ხდება ძირითადი ინფრასტრუქტურის გადაცემა ჩინური კომაპნიისთვის…აშშ-მ არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოხდეს საქართველოს დემოკრატიაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე. ამას პასუხი უნდა გაეცეს ამიტომ, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩვენ უნდა მეგობარი აქტის წარდგინებით, საქართველოს წარმომდგენბთან და ასევე სენატის და კონგრესმენების წევრებთან ერთად, მოხდეს სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება იმ ირბის მიმართ, ვინც ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიას და ახორციელესბს რეპრესიებს მოქალაქეების მიერ. ეს ძალისხმევები საქართველოში წამყვან პირებთანაა დაკავშირებული. ასევე საჭიროა სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოში არჩევნებამდე და მეგობარი აქტის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დამყარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის.”
მთავარი არხი
კომენტარები