მსახიობი განო მელითაური რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირით კმაყოფილია და დედაქალაქის მერიას მადლობას უხდის. ამასთან მელითაური ცენტრალურ ქუჩებზე მანქანებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოდის და იმედოვნებს, რომ ეს დროც მალე დადგება.
„მოკლედ… ვიცი რომ ბევრი დრამატულად აღშფოთდებით, მაგრამ უკარგესი ინიციატივაა, ვისაც ცოტა მაინც გული შესტკიოდა, ამ ქალაქზე აუცილებლად მიხვდება დროთა განმავლობაში ამას!
ვაკეში დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ დღემდე, ჩემი ბევრი შვილებით დღეში ასჯერ მიწევს წინ და უკან ბოდიალი, მანქანა განუყოფელი ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების, სიფიცხეც არ მაკლია და საცობის ფობიაში გადასული შიშიც მაქვს, მაგრამ ოდესმე უნდა დაწყებული ეს პროცესი! მტკივნეულად დაიწყო, მაგრამ არაუშავს!
მივესალმები ცენტრალურ ქუჩებზე მანქანებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას! აქამდეც მივალთ იმედია!
ველო ბილიკი-სუპერ!
საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება კიდევ უკეთესი!
სამარშუტოებს თუ ამოიღებთ და ტრამვაითი ჩაანაცლებთ მზად ვარ კიდევ ექვსი თვე ვიარო სახლში შემოვლითი გზებით ან ფეხით.
ნუ ამ ველოს მძღოლსაც თუ ავუხსნით რომ ავტობუსის ხაზზე არ მოსულა სიარული კიდევ უფრო უკეთესი.
რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს დასაწყისს და მარცხნიდან ბაგებისკენ გადმოსახვევს, მანდ ცალსახად ან მიწისქვეშათი უნდა გაფილტრულიყო ან ზემო მაგისტრალით… შუქნიშნებსაც ცოტა სხვანაირად დავგეგმავდი… ნაკლები პანიკა და ყველაფერი დალაგდება! დარღვევის რისკებიც მინიმუმამდეა დაყვანილი!
პ.ს. ვინც თვლით რომ პოსტს პოლიტიზირება გაუკეთოთ ან რამე მსგავსი წინასწარ წაიშალეთ თავები
მადლობა გაბედული ნაბიჯებისთვისთ თბილისის მერიას. ცოტა მეტ პროფესიონალს თუ ჩართავთ უფრო შედეგიანი იქნება ხოლმე ცვლილებები, ახლა სამმაგი დაგვიჯდება მათი შეცდომები“, – წერს მელითაური.
cyc.ge
კომენტარები