“მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია- ამის შეხასებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი ხვალინდელ მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ამ მსჯელობის შემდეგ ერთ დასვკნამდე მივედით ყველა, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არ უნდა გამოგვეხატა ეს იქნება აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილებ ვფიქრობ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურის არჩევნებს ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია. ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება, როგორ მივლენ საარჩევნო უბნებთან და მისცემენ ერთ კონკრეტულ პარტიას ხმას. ამიტომ ჩვენ ყველანაირი აქციები ჩავხსენით, იმიტომ რომ არ მივანიჭოთ იმ ფარსს, რომელსაც აქვს ადგილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნები ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.
კომენტარები