ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე ამ წუთებში იმყოფება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი:
„მივიღეთ პირველადი გადაწყვეტილება, მოხდეს მეწყერის მასის ტანის შემცირება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. მოსახლეობას შევპირდით, რომ დავამონტაჟებდით მონიტორინგის სისტემას და ეს სისტემა უკვე დამონტაჟებულია, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება,”- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
კომენტარები