ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს მივხვდი, რატომ წამოვიდა აგრესია იმ ქართველ ექიმებზე, რომელიც ამერიკაში და ევროპაში მუშაობენ და პირველივე დღიდან გვაფრთხილებდნენ, რომ ვირუსი ძალიან საშიში იყო და ამიტომ, განსაკუთრებული მუშაობა და მობილიზაცია იყო საჭირო. ექიმებზე კი არა, ზოგიერთს ჩემს მიმართ გაუჩნდა ისეთი მოულოდნელი აგრესია იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მეცნიერების ინტერვიუებს ვაშეარებ, რომლებიც ამ ვირუსის ძალიან ვერაგ ხასიათზე გვაფრთხილებენ და არც თუ ისე სახარბიელო პროგნოზებს დებენ. ” ნუ აპანიკებ ხალხს, ცოტა დადებითი ამბებიც დადე” მეუბნებიან და რაღაც გაუგებარ საიტებს მილინკავენ 🙂
როგორც ჩანს, ვიღაცეებს ტყუილის მოსმენა უნდათ იმისათვის, რომ თავისი პანიკა ერთი დღით მაინც ჩაიქრონ. ხოდა, მეგობრებო, ძალიან არასწორი ტაქტიკა აგირჩევიათ შიშებთან საბრძოლველად. რეალობის სწორად აღქმა ერთადერთი გზაა ამ ვირუსთან გასამკლავებლად. თორემ როგორც ჩემი პროდიუსერი, დიდი Nene Dalakishvili იტყოდა, თქვენზე ნაკლებად კი არ მინდა გარეთ ტრაშუნი (თუ როგორაა) და ჩემი მეგობრების ხვევნა-კოცნა. მაგრამ, თავდაბალი ვარ და არ მგონია, რომ მსოფლიო საუკეთესო ექიმებზე და მეცნიერებზე უკეთ ვიცი ყველაფერი”
კომენტარები