ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
„მივხვდი, როგორ იქნა, მივხვდი, რატომ აღშფოთდა ევროკავშირი!
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ჩვენ მოგვეთხოვება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის თავსებადობა.
ახლა რა მოხდებოდა?!
ევროკავშირი აპირებს, მაგრამ ჯერ არ მიუღია კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ჩვენ კი ვიღებდით.
აბა, დააკვირდით, – რა მოხდებოდა?!
ჯერ საქართველო მიიღებდა და მერე – ევროკავშირი!
ისე გამოვიდოდა, რომ საქართველოს კი არა, პირიქით, ევროკავშირს მოუწევდა მისი კანონმდებლობის ჩვენს კანონმდებლობასთან თავსებადობაზე მუშაობა.
ეს ენდომებოდათ?! რასაკვირველია, არა!
დაირაზმნენ ევროდეპუტატები და დაგვიტატატატატატანეს:
“ჩვენ პატრონებს, ჩვენ პატრონებს ევროპული ცის,
საქართველოს მისაბაძი რა გვჭირს, თვარა, – კი”!
აი, ამიტომ აღფოთდნენ, – ჯერ ჩვენ მივიღებთ და მერე მიიღეთ თქვენ, თქვე წინამასწარებოო!
თავსებადობას სჭირდება ასე, თორემ განა არ იციან, რომ კანონი რუსული არ არის?!
იციან, ასე შტერებიც ნუ გგონიათ!
კომენტარები