,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“მივმართავ კალაძეს და გახარიას! ერთი შვილის და ორი შვილის მშობლებმა რა ქნან? როცა მათ შვილებს შიათ რა უთხრან?? სახელმწიფო მარტო სამ და მეტ შვილიან ოჯახებს ეხმარება და თქვენ არ ადარდებთო?
თქვენ შვილებს არ შიათ და სხვისმა შვილებმა რა დააშავეს? ძალიან გამწარებული დედები მწერენ, პროდუქტი დაურიგეთ ყველა ბავშვიან ოჯახს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ ოჯახებს. ბევრი თვეებია უკვე საარსებო შემწეობასაც ვერ იღებს მოშლილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დამსახურებით.”
კომენტარები