“ტვ პირველის” ინფორმაციით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, აშშ–ის საელჩოში ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის მფლობელ ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.
ვატო წერეთელი, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ამბობს:
მივმართავ კელი დეგნანს, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროეთ კადრები, მიეცით კადრები მედიას, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს… მოხდა კრიმინალი თქვენ ტერიტორიაზე.
არ მაინტერესებს რომ ეს არის ქართული ოცნების დეპუტატები, 200–მდე კამერა იქნებოდა იქ… ამას რომ დადგამ ამერიკის საელჩოს ეზოში… ელჩი იყო 50 მეტრში, სავარაუდოდ…
შვილებს გეფიცები, ინგა, დარწმუნებული ვარ, რომ გაასაჯაროებს კადრებს და შოკში ჩავარდები… ხუთმა კაცმა რომ ხელით შეგდგეს საელჩოში, წარმოუდგენელია…
ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა…
ეს რომ ამერიკის საელჩოს მიღებაზე ხდება, წარმოგიდგენია ქვეყანაში რა ხდება…
ელჩი ვნახე… ბოდიშებს მიხდიდა… მოვთხოვე გაასაჯაროონ კადრები… ეს მოხდა ცენტრში, არის უამრავი თვითმხილველი… ”
კომენტარები