დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, იმ რეკომენდაციებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამჟამად გასცემს, ეფექტს იღებს ორი კვირის ან უფრო მეტი დროის მერე:
,,ამას ჭირდება გათვალისწინება. მაგალითად, ჩვენ რასაც ვურჩევდით მოსახლეობას ადრეულ ეტაპზე, მის ეფექტს ვიღებთ ახლა. დანარჩენი ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზე ვიქნებით.
,,მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები, ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით, დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგან. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებიან თქვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ”
კომენტარები