მწერალი ირაკლი კაკაბაძე:
“ძალიან გული მწყდება რომ ხელისუფლებაში უკვე ორი ჩემი სეხნია მეტად არადიპლომატიურ და არასწორ განცხადებებს აკეთებს.
პირველ რიგში ის, რომ ზელენსკის მიმართვას მისი მეგობარი ერებისათვის არანაირ მოედანზე დგომა არ სჭირდება – მისი მოსმენა საკუთარ სახლში ან ოფისშიაც შეიძლება და არ არის საჭირო იმის აღნიშვნა ირაკლი კობახიძე ტერიტორიულად სად იქნება. ეს სრულებით დიპლომატიური ნონსენსია. მეორე, თუკი ამით ზელენსკის ეუბნები, რომ არ მოგისმენო – ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. ეს საქართველოს ხელისუფლების წევრმა ახლა არ უნდა გააკეთოს. სრულიად მიუღებელია ყველა მხრიდან.
და ბოლოს: ორ ირაკლის მივმართავ, როგორც სეხნია (უნდა ვთქვა სიმართლე რომ ხმა ქოცების და ნაცებისთვის არასდროს მიმიცია, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს მივეცი, რასაც ნამდვილად არ ვნანობ) – ვის მხარეს ხართ თქვენ ახლა – დაჩაგრული და ბომბების ქვეშ მყოფი უკრაინის თუ მჩაგვრელი და კოლონიალისტი პუტინის? (არ დაიწყოთ ახლა საქართველოს მხარეს ვართო – ეს პასუხი არავის დააკმაყოფილებს) და თუ უკრაინის მხარეს ხართ – მაშინ ასეთი განცხადებების კეთების დროა ახლა?”
“უკრაინაში ომია და კრიტიკაში არ შევალთ, მაგრამ…” – რა არის კობახიძის “მაგრამ”?
კომენტარები