ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანი:
“ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთმა კოლეგამ მომმართა, რომლებიც აღწერენ პენიტენციურ დაწესებულებებში (მაგალითად, ე.წ. მატროსოვის ციხე- №8 დაწესებულების ნაწილი) შესვლისას, პირადი არასრული შემოწმების ფორმად გაშიშვლებით ფეხსაცმლის შემოწმებასთან დაკავშირებით.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შემოწმების აღნიშნული მეთოდი არ შეესაბამება არასრული შემოწმების არსებულ წესს. კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დებულება ნათლად განმარტავს, რომ „პირადი არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე სხვა თანმხლები ნივთების შემოწმება/დათვალიერება, გაშიშვლების გარეშე“ (მუხლი 64, პუნქტი 3).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ადვოკატებსა და კლიენტებს შორის შეხვედრა ხდება ბარიერს მიღმა და არ არსებობს სრული შემოწმების არანაირი წინაპირობა, მივმართავ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – ადვოკატების პირადი შემოწმება განხორციელდეს დადგენილი რეგულაციებისა და წესის სრული დაცვით, შემოწმების უხერხული მეთოდების გამოყენების გარეშე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia“
კომენტარები