“ჩვენ ღია ვართ სასაუბროდ”- აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა.
ნინო ლომჯარია:
თუ დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი.
მივმართავ საპატრიარქოს – მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა.
იმედი მაქვს, რომ ამაზე მივიღებთ დადებით პასუხს. ეს იქნება პირველ რიგში ძალიან პოზიტიური. მოგვეცით მშვიდ გარემოში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და ამის შემდგომ, მზად ვარ, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო მათთან”
კომენტარები