ავდოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს:
“ ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მარტვილში უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულების ადვოკატებზე ზეწოლასა და მუქარას. საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ სავალდებულო დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა და მათზე რაიმე სახით ზეწოლა წარმოადგენს დანაშაულს.
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს უზრუნველყოს: საზოგადოებრივი ადვოკატების უსაფრთხოება, ხოლო ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა.”
დავით ასათიანმა ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
“ალია” დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა შსს-ს მის განცხადებაზე რეაგირება, დაუკავშირდა, თუ არა, ადვოკატთა ასოციაციას შსს-ს წარმომადგენელი. ადვოკატთა ასოციაციაში გვითხრეს, რომ მათ დღემდე არავინ დაკავშირებია შსს-დან.
რა ელის მოქალაქეს, თუ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვაც კი უპასუხოდ რჩება? – ამ კითხვაზე პასუხი არც თუ ისე საიმედოა.
კომენტარები