ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტეის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ნანა დიხამინჯია:
“ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. მიზანმიმართულად დაგიწამლეს დღეს შვილები. დასაშლელად კი არა, პირდაპირ დასაწამლად ისროდნენ გაზის კაფსულებს შიგ მჭიდროდ მდგარ ხალხში. ახალგაზრდებში, რომლებიც უბრალოდ იდგნენ და საქართველოს ყვიროდნენ.
არ შეგრჩებათ არც თქვენ და არც თქვენთან მოქლესილ, გაზულუქებულ ფსევდოელიტას, ხან უნივერსიტეტების ტრიბუნებიდან რომ ამბობენ სადღეგრძელოებს და ხან თქვენს მიერ მოწყობილი შოუებიდან დებენ სელფებს. არც იმათ შეგრჩებათ, ვითომ ნეიტრალური პოზიცია რომ გიჭირავთ დღეს, თან განათლებაზე დებთ თავს და თან 5 გვერდიანი დოკუმენტის ორიოდე ანალიზი და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება ვერ წაგიკითხავთ.
დღეს იქ იდგა ყველა, ვინც რამე მნიშვნელოვანს აკეთებს ამ ქვეყანაში, ვინც ცვლის ამ ქვეყანას უკეთესობისკენ, ვინც ხშირად ამას უფასოდ აკეთებს. ამ ხალხს მიუშვირეს გაზი და ეს ხალხი თქვენ ამას არ შეგარჩენთ.”
კომენტარები