პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ფარცხალაძეს პრეზიდენტმა იმიტომ არ შეუწყვიტა მოქალაქეობა, რომ ეს უკანასკნელი მხილებულია ჯაშუშობაში, ადმინისტრაცია არ განმარტავს, რატომ ითხოვდა მაშინ პრეზიდენტი, იუსტიციისგან შესაბამის საბუთებს, მაშინ როცა, სახდეპის პირველივე განცხადებაში იყო ჯაშუშობის ბრალდება გაჟღერებული და პრეზიდენტი პირველივე დღიდან იყო ინფორმირებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება:
“ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე.”
კომენტარები