არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა:
„დღეს საქართველოში პრობლემატურია ადამიანის უფლებების დარღვების ფაქტები არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, არამედ მიტაცებული ძალაუფლების მქონე არასახელისუფლობო ძალების მხრიდანაც, რაზეც ხელისუფლება არ (ან ვერ) რეაგირებს ადეკვატურად.
მიზეზების მოკვლევა და გამოაშკარავებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ დისკუსიებს ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე, შევთავაზებთ პარლამენტს კონკრეტული საკანონმდებლო საკითხების განხილვას საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ადვოკატები კონკრეტულ უფლებაშელახულ მოქალაქეებსაც გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა და გამოცდილება რეალურ შედეგებს გამოიღებს და ჩვენს წვლილს შევიტანთ ლიბერალიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ნიღაბქვეშ შეფარული სხვადასხვა ჯგუფების რეალური სახის წარმოჩენაში და მათგან მომავალი საფრთხის განეიტრალებაში. გამოაშკარავებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.“ – განაცხადა კაკაბაძემ.
კომენტარები