მსახიობები, რეჟისორები და სფეროს წარმომადგენლები, ვინც თეატრიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ, კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ.
მსახიობები ამბობენ, რომ ეს არის პასუხი მინისტრ თიკა რუხაძის უკანონო გადაწყვეტილებაზე.
“რეაქცია უნდა გვქონდეს ნებისმიერ უსამართლობაზე, რომელიც უფრო და უფრო ხშირი და უფრო და უფრო უსამართლო ხდება.
ჩემთვის დიდ ინტერესს არ წარმოადგენ თიკა რუხაძე ან ნებისმიერი ამათი ჭანჭიკი, ალბათ იმ ჭანჭიკსაც უნდა მიანიშნო, რომ არ არის ეს ღირსეული საქციელი, არც იმ შემთხვევაში, თუ შურისმაძიებლური გრძნობები გამოძრავებს და არც მაშინ, როცა ვიღაც გეუბნება, რომ ასე გააკეთე და აკეთებ. მიზეზი, ყველა შემთხვევაში უღირსია”, – ამბობს დავით ბეშტაიშვილი.
ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
კომენტარები