მალხაზ მაჩალიკაშვილი “ტვ პირველთან” ამბობს:
საწყენი არავისთვისაა, მე მჯეროდა ოპოზიციის, ამიტომაც ჩავერთე აქტიურად ამ ბრძოლაში, ბევრი სიძნელეები გადავიტანე, ვიბრძოდი იმიტომ რომ მჯეროდა ოპოზიციის. ვხედავ – არც არაფერი არ ხდება, არის მარტო თავის ნებაზე მიშვებული ქართული ოცნება, შევყურებთ, როდის რა იქნება, როდის რა შეცდომას უშვებენ… ისინი ჯერ უშვებენ შეცდომას, გზადაგზა ასწორებენ და იქვე მეორე შეცდომას უშვებენ. ზოგი იძახის უკრაინაში გადაწყდება ჩვენი ბედი, ზოგი იქ… ჩვები ბედი გფადაწყდება აქ, საქართველეში, ჩვენი ბედი არც უკრაინაში წყდება, არც ოპოზიციაში, ჩვენი ბედი წყდება ხალხში, საზოგადეობაში.
ხალხში ხშირად გავდივარ, ყველას ვუსმენ, რა სტკივათ, რას ფიქრობენ, ეს რაღაც აუხსნელი რაღაცა გვემართება – ყველა გაოცებულია ამ ხელისუფლების სიმხდალით, არაპროფესონალიზმით, მაგრამ მაინც ჯობნის და ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდიან.
არ შეიძლება ასე, 10 კაცი რომ დგას, რომ მიხვიდე და მოუსმინე, ათიდან რვა საზღვარგარეთ მიდის. ვინც ოცნებას ჰყავს დასაქმებული, ისინი რჩებიან, ტენდერები ამათია, სასამართლო ამათია. 90–იან წლებში შევარდნაძის დროს, ვინც იყვნენ ადამიანები ხალხის გატაცებში, ბანდიტობით, ყაჩაღობით, ვისაც მაშინ “პარადი” მიჰყავდა, დღესაც იმ ხალხს მიჰყავს “პარადი”. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, იმათ მიჰყავთ “პარადი”. დანგრეულია სახელმწიფოს სისტემა.
მოვუწოდებ ქვეყანას – ნურავის იმედი ნუ გექნებათ, ნურც უკრაინისა, ნურც ოპოზიციისა, იმიტომ რომ ამათ ვერ შეძლეს გაერთიანება, ერთიანი ძალებით შეუტიონ…
2024 წლის არჩევნებამდე მივა ეს ქვეყანა? ხალხმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს და ეს ხელისუფლება როგორმე უნდა იქნას გადაყენებული.
კომენტარები