ყირიმის საერთაშორისო სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა:
უკრაინაში ომის შედეგად რამდენიმე ათასი სახლი განადგურდა, ასევე ასობით სკოლა, ხიდები, მაგისტრალები, ინდუსტრიული ცენტრები, ელექტროსადგურები და საჯარო შენობები. უკრაინელი ხალხი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს – იბრძოლოს თავისი მომავლისთვის და ქვეყნისთვის. დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზანიც ამ ბრძოლაში უკრაინელების დახმარებაა.
დასავლელი პარტნიორები უკრაინას ბოლომდე მხარს უჭერენ. ჩვენ 90 მილიარდის დახმარება უკვე გავაგზავნეთ. ამ თანხაში სამხედრო დახმარება არ იგულისხმება. ეს მხარდაჭერა ბოლომდე გაგრძელდება. მოდერნიზაციის და აღდგენის პროცესი აუცილებლად დაიწყება. ამასთან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.”
კომენტარები