“ოცნების” ერთ-ერთ ლიდერი, ირაკლი კობახიძე:
“რეცესია, რა თქმა უნდა, იწვევს ზეწოლას ვალუტის კურსზე. თქვენ იცით, რომ გვექნება კიდევ რამდენიმე თვე, რომელიც უნდა გადააგოროს ქვეყანამ და გვაქვს, მათ შორის, უამრავი პროგრამა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ზეწოლა იყოს მინიმალური ეკონომიკაზე. მომავალი წლისთვის უკვე პროგნოზი არის + 5%.
ახლა, როდესაც არის გადასაგორებელი ეს რეცესიის პერიოდი, რაც პანდემიით არის გამოწვეული, სჭირდება, რა თქმა უნდა, ლარს მხარდაჭერა, თანადგომა, შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ეკონომიკას”
“ალია” შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ლარს “სარეანიმაციო არაფერი სჭირს”.
ლარი იგონებს, ტყუილადაა წამოწოლილი, არაფერი სარეანიმაციო მაგას არ სჭირს, გამორთეთ აპარატიდან…
ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ ლარს მხარდაჭერა, ჩვენ…
იუსტიციის მინისტრმა პანდემიის დროს უფროსის სავარძლები უნდა იყიდოს და ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ ლარს მხარდაჭერა.
ლარის ბანერები გააკარით ქუჩაში, ბარემ პარლამენტშიც ლარი შევიდეს….
როგორ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, ვუსამძიმრებთ ლარის ახლობლებს და ნათესავებს, ასე?
აბა, მივაწვეთ?
გამოდის, ახლა არის წაქცეული ლარი და პრინციპში წაქცეულია ეკონომიკაც, რამდენიმე თვეში კიდევ უფრო მეტად წაიქცევა ორივე და მერე წაქცეულ ეკონომიკას მხარში დაუდგება წაქცეული ლარი და ორივე ერთად წამოწვება და დაისვენებს? ერთად გავლენ მარილზე? – გმადლობთ, ბატონო ირაკლი, ახლა გავიგეთ!
ხო, მხარდაჭერა დააკლდა ლარს და ნაწყენია ჩვენზე, იმიტომაა ასეთ დღეში, თორემ, რა შუაშია მმართველი გუნდი და 8 წელი?
რეალობას სრულიად მოწყვეტილი ხართ, ბატონო ირაკლი და ვგონებ, ერთი-ორი ლარიც და გადიხართ…
კომენტარები