სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი რუსულ კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა:
“მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს ქართველი ხალხის სურვილს, ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს ხალხის მოთხოვნასა და გადაწყვეტილებებს, გამოხატონ თავიანთი უფლებები. ხალხს უფლება აქვს მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების და აზრის თავისუფალი გამოთქმის. ახალ კანონპროექტზე როგორც ჩვენ ასევე საქართველოს სხვა პარტნიორებმა ჩვენი აზრი უკვე დავაფიქსირეთ, ეს ის პარტნიორები არიან, რომლებიც საქართველოს, როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში ეხმარებიან. მიმდინარე პროცესებზე ბევრი ქვეყანა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი შეხედულებებით ადამიანების შეშფოთება კანონთან დაკავშირებით სრულად სამართლიანია”
კომენტარები